ალასტანის საჯარო სკოლის კურსდამთავრებული რომან ადამიანი უნივერსიტეტში 100%-იანი გრანტით ჩაირიცხა 
12-09-2023

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ალასტანის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა რომან ადამიანმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარა და უნივერსიტეტში, მისთვის სასურველ საბაკალავრო პროგრამაზე ჩაირიცხა. 

რომან ადამიანი სწავლას ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 100%-იანი გრანტით გააგრძელებს სწავლას. 

სკოლაში კურსდამთავრებულის წარმატებით ამაყობენ, მას მიღწეულ შედეგს ულოცავენ და ბედნიერ და წარმატებულ მომავალს უსურვებენ. 

აღსანიშნავია, რომ წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტთა რეკორდული რაოდენობა - 45 ათასზე მეტი აპლიკანტი დარეგისტრირდა, სტუდენტის სტატუსი კი 34 ათასზე მეტმა აბიტურიენტმა მოიპოვა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203