ზესტაფონის მომავლის სკოლის სამ მასწავლებელს წამყვანის სტატუსი მიენიჭა
12-09-2023

ზესტაფონის მომავლის სკოლას სამი წამყვანი მასწავლებელი შეემატა. 

სკოლის პედაგოგებმა გიორგი ნებიერიძემ, გურანდა სხილაძემ და თეა დავლაძემ სტატუსი აიმაღლეს. პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის სპეციალურმა კომისიამ მისი პედაგოგიური საქმიანობის ნაწილი დადებითად შეაფასა. პედაგოგებს წამყვანის სტატუსი მიენიჭათ. 

სკოლაში პედაგოგებს პროფესიულ წინსვლას ულოცავენ და შემდგომ წარმატებას უსურვებენ. 

„ზესტაფონის მომავლის სკოლა ულოცავს გიორგი ნებიერიძეს, გურანდა სხილაძეს და თეა დავლაძეს წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მიღებას. გისურვებთ, მრავალ წარმატებულ სასწავლო წელს, საინტერესო და ნაყოფიერ პედაგოგიურ მოღვაწეობას“,- ვკითხულობთ სკოლის გავრცელებულ მისალოც წერილში. 

შეგახსენებთ, რომ ​მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, პედაგოგები კატეგორიებად ნაწილდებიან. მასწავლებელს სქემა საშუალებას აძლევს, კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203