„ვულოცავთ, ამ დიდ გამარჯვებას“-ქვემო ვაშლოვანის სკოლის მოსწავლეს, ესეების კონკურსის გამარჯვებულ დათო ბოლქვაძეს AP პროგრამის კურსი სრულად დაუფინანსდება
12-09-2023

რუსლან მელაძის სახელობის ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ვაშლოვანის საჯარო სკოლა მომავალ თაობას ხარისხიან განათლებას აძლევს, რაც მოსწავლეთა მიღწევებზე აისახება. 

სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე დათო ბოლქვაძემ ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის“ გამოცხადებულ ესეების კონკურსში - „ჩემი ქვეყნის დემოკრატიული მომავალი“ გაიმარჯვა. 

დათო ბოლქვაძის გამარჯვება კი ბრწყინვალე საჩუქარმა დააგვირგვინა, ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესისგან“ მოსწავლე მიიღებს American High School (AP) პროგრამის კურსზე სრულ დაფინანსებას და შესაბამის ამერიკულ აკრედიტირებულ დიპლომს, რაც, როგორც სკოლაში გვეუბნებიან, მას შესაძლებლობას მისცემს სწავლა გააგრძელოს აშშ-ს უმაღლეს სასწავლებელში.

სკოლაში მოსწავლის წარმატება ახარებთ და მას მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ.

„ვულოცავთ, დათოს ამ დიდ გამარჯვებას. ვულოცავთ, სკოლის პედაგოგიურ კოლექტივს, მის პედაგოგს როენა ხოზრევანიძეს, თემს, მშობლებს“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203