შუაღელეს საჯარო სკოლის რვა კურსდამთავრებული უმაღლეს სასწავლებელში წარმატებით ჩაირიცხა - დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს სტუდენტობას ულოცავენ
12-09-2023

ზვიად დავითაძის სახელობის ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაღელეს საჯარო სკოლის 9 კურსდამთავრებულიდან 8 სტუდენტი გახდა. ახალგაზრდებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში, მათთვის სასურველ საბაკალავრო პროგრამაზე ჩაირიცხნენ. 

სკოლაში კურსდამთავრებულებს განსაკუთრებულად გულშემატკივრობდნენ, მათი წარმატება ახარებთ და იმედი აქვთ, რომ ახალგაზრდები კიდევ არაერთ წარმატებას მიაღწევენ და ასახელებენ სკოლასა და მასწავლებლებს. 

დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს მიღწეულ შედეგს ულოცავენ და ბედნიერ და ნაყოფიერ სტუდენტურ წლებს უსურვებენ. 

აღსანიშნავია, რომ წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტთა რეკორდული რაოდენობა - 45 ათასზე მეტი აპლიკანტი დარეგისტრირდა, სტუდენტის სტატუსი კი 34 ათასზე მეტმა აბიტურიენტმა მოიპოვა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203