საბეჭისის საჯარო სკოლის პედაგოგებს - რუსლან შავაძესა და დარიკო ნაკაიძეს უფროსი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭათ
12-09-2023

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ საბეჭისის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებლებს - რუსლან შავაძესა და დარიკო ნაკაიძეს სტატუსი აუმაღლდათ. 

პედაგოგებს უფროსი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭათ. 

სკოლის დირექტორი რამაზ ხინიკაძე, რომელიც პროფესიული განვითარების გზაზე მასწავლებელთა დიდი მხარდამჭერია, რუსლან შავაძესა და დარიკო ნაკაიძეს წინსვლას ულოცავს და შემდგომ წარმატებას უსურვებს. 

შეგახსენებთ, რომ ​მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, პედაგოგები კატეგორიებად ნაწილდებიან. მასწავლებელს სქემა საშუალებას აძლევს, კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203