კორტოხის საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს სტუდენტობას ულოცავენ 
12-09-2023

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ კორტოხის საჯარო სკოლის 2023 წლის სამი კურსდამთავრებული სტუდენტი გახდა. ახალგაზრდებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში, მათთვის სასურველ ფაკულტეტებზე ჩაირიცხნენ. 

უმაღლეს სასწავლებელში სწავლას აგრძელებენ 2022-2023 წლის შემდეგი კურსდამთავრებულები:

  1. ნატო პაქსაძე - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი - ქართული ფილოლოგია;
  2. აჩიკო ბოლქვაძე - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი - სამართალმცოდნეობა;
  3. საბა ბოლქვაძე - ბათუმის ნავიგაციის ინსტიტუტი - ლოჯისტიკა.

სკოლაში კურსდამთავრებულებს სტუდენტობას ულოცავენ და ბედნიერ და ნაყოფიერ წლებს უსურვებენ. 

„ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ კორტოხის საჯარო სკოლის პედაგოგიური კოლექტივი ულოცავს ყველა აბიტურიენტს სტუდენტობას, განსაკუთრებით კი ჩვენი სკოლის 2022-2023 სასწავლო წლის კურსდამთავრებულებს. წარმატებებს გისურვებთ ჩვენო მეგობრებო ცხოვრების ახალ საფეხურზე“,- ვკითხულობთ მისალოც წერილში. 

აღსანიშნავია, რომ წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტთა რეკორდული რაოდენობა - 45 ათასზე მეტი აპლიკანტი დარეგისტრირდა, სტუდენტის სტატუსი კი 34 ათასზე მეტმა აბიტურიენტმა მოიპოვა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203