ენისლის საჯარო სკოლის 15 კურსდამთავრებული სტუდენტია, მათგან ხუთი უმაღლეს სასწავლებელში გრანტით ჩაირიცხა 
12-09-2023

ილია შავერდოშვილის სახელობის ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ენისლის საჯარო სკოლის 15-მა კურსდამთავრებულმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარა და სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში, სასურველ ფაკულტეტზე ჩაირიცხა. ამასთან, მათგან ხუთმა სახელმწიფო დაფინანსება მოიპოვა. 

სკოლაში კურსდამთავრებულთა წარმატებით ამაყობენ. სკოლის დირექტორი კოტე ცხოვრებაძე, რომელიც აბიტურიენტებს გულმხურვალედ გულშემატკივრობდა, მათ მიღწეულ შედეგს ულოცავს და ბედნიერ და ნაყოფიერ სტუდენტურ წლებს უსურვებს. დირექტორს, ახარებს, რომ დაფასდა, როგორც მოსწავლეთა შრომა, ისე პედაგოგთა ღვაწლი. 

აღსანიშნავია, რომ წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტთა რეკორდული რაოდენობა - 45 ათასზე მეტი აპლიკანტი დარეგისტრირდა, სტუდენტის სტატუსი კი 34 ათასზე მეტმა აბიტურიენტმა მოიპოვა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203