ბარალეთის N2 სკოლის კურსდამთავრებული ანანო გვარამაძე სასურველ უნივერსიტეტში საოცნებო პროფესიას დაეუფლება
12-09-2023

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარალეთის N2 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა - ანანო გვარამაძემ, ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარა და მისთვის სასურველ უმაღლეს სასწავლებელში, საოცნებო პროფესიას დაეუფლება. 

ანანო გვარამაძე საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე ისწავლის. 

სკოლაში კურსდამთავრებულის წარმატება ახარებთ, მას სტუდენტობა ულოცავენ და ბედნიერ და ნაყოფიერ წლებს უსურვებენ. 

„სკოლა ამაყობს კურსდამთავრებულის მიღწევით და  წარმატებულ, ნაყოფიერ სტუდენტურ წლებს უსურვებს“,- ვკიხულობთ მისალოც წერილში. 

აღსანიშნავია, რომ წელ სკოლა ორმა მოსწავლემ დაამთავრა. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203