
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამღერეთის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა - დიმა შავაძემ, დიანა მელაძემ, ანრი შავაძემ, კარინე გასპარიანმა, ინგა ბოლქვაძემ და ლუკა ბოლქვაძემ ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში მათთვის სასურველ საბაკალავრო პროგრამაზე ჩაირიცხნენ.
სკოლაში კურსდამთავრებულებს მიღწეულ შედეგს ულოცავენ და ბედნიერ და ნაყოფიერ სტუდენტურ წლებს უსურვებენ.
„სამღერეთის საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგიური კოლექტივი სიამაყით ულოცავს 2023 წლის კურსდამთავრებულებს - დიმა შავაძეს, დიანა მელაძეს, ანრი შავაძეს, კარინე გასპარიანს, ინგა ბოლქვაძეს და ლუკა ბოლქვაძეს განათლების ახალ საფეხურზე გადასვლას - სტუდენტობას. გვჯერა თითოეული თქვენგანი ახალ ეტაპზე წარმატებით გააგრძელებთ სვლას, ძალას, შემართებასა და ენერგიას არ დაზოგავთ საკუთარი პროფესიის შესასწავლად და ასახელებთ სკოლას, სოფელსა და რაიონს. გისურვებთ, ულევ წარმატებას ცხოვრების ახალ ეტაპზე“,- ვკიხულობთ სკოლის გავრცელებულ მისალოც წერილში.
იხილეთ ფოტოები: