ყელქცეულის საჯარო სკოლის დირექტორის - მარინე ტაბატაძის მორიგი ჯილდო
12-09-2023

ოთარ ჩხეიძის სახელობის გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ყელქცეულის საჯარო სკოლის დირექტორი მარინე ტაბატაძე უწყვეტ პროფესიულ განვითარებაზეა ორიენტირებული, ამ მიზნით კი არაერთ საგანმანათლებლო პროექტში არის ჩართული და განათლების სფეროს გაუმჯობესებაში საკუთარი წვლილი შეაქვს. ამას კი მოწმობს არაერთი ჯილდო თუ სიგელი. 

ახლახანს, დირექტორს მსოფლიო სტაჟირების უნივერსიტეტმა ბრწყინვალების ჯილდო 2023 მიანიჭა. მის უამრავ აღიარებას შორის არის ასევე გლობალური აკადემიის ბრწყინვალების ჯილდო 2023. 

მარინე ტაბატაძე მხარდამჭერებს მადლობას უხდის. 

„მადლობა, ამ შესაძლებლობისთვის ძვირფასებო“,- აღნიშნავს დირექტორი. 

სკოლაში დირექტორის მორიგი აღიარება ახარებთ და შემდგომ წარმატებას უსურვებენ. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203