გურძემის საჯარო სკოლის უფროსმა სპეციალურმა მასწავლებელმა ნათია ნანავამ კომპეტენცია კიდევ ერთი საგნის გამოცდაზე დაადასტურა 
12-09-2023

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ გურძემის საჯარო სკოლის პედაგოგები პროფესიულ განვითარებაზე ზრუნავენ.  

სკოლის უფროსმა სპეციალურმა მასწავლებელმა - ნათია ნანავამ, ამჯერად დაწყებითი (I-IV) კლასების გამოცდა წარმატებით ჩააბარა.

სკოლის დირექტორი ჯამბულ ცაგურია, რომელიც პროფესიული განვითარების გზაზე მასწავლებელთა დიდი გულშემატკივარია, პედაგოგს გამოცდის წარმატებით ჩაბარებას ულოცავს.

„გილოცავთ და კიდევ მეტ წარმატებებს გისურვებთ“, - აღნიშნავენ სკოლაში.

შეგახსენებთ, რომ ​მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, პედაგოგები კატეგორიებად ნაწილდებიან. მასწავლებელს სქემა საშუალებას აძლევს, კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203