ყელქცეულის საჯარო სკოლის დირექტორისა და პედაგოგების წამატება გლობალურ საგანმანათლებლო სივრცეში
11-09-2023
ოთარ ჩხეიძის სახელობის გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ყელქცეულის საჯარო სკოლის დირექტორი - მარინე ტაბატაძე და პედაგოგები კარიერულ წინსვლაზე ორიენტირებული პიროვნებები არიან. ისინი სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტსა და აქტივობაში მონდომებით ერთვებიან, სადაც წარმატებას აღწევენ.
ახლა კი, ისინი გლობალურ საგანმანათლებლო სივრცეში ბანგლადეშის არასამთავრობო ორგანიზაციასთან თანამშრომლობენ, რომელიც ბავშვთა დაცვისა და განათლების საკითხებზე მუშაობას. სკოლა მათი აქტიური მხარდამჭერია.
სკოლის დირექტორი მარინე ტაბატაძე და პედაგოგები: ვერა გრიგოლაშვილი, ქეთევან ბერკაცაშვილი, ნაზი გამგებელი, ეკატერინე შატაკიშვილი, ნელი ციმნარიძე აღნიშნული ორგანიზაციის მრჩეველთა საბჭოს წარმომადგენლენი გახლდნენ.