
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ჩაილურის საჯარო სკოლის 2022-2023 სასწავლო წლის 12 კურსდამთავრებულიდან ცხრამ ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარა და სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სასურველი ფაკულტეტის სტუდენტი გახდა.
სკოლაში კურსდამთავრებულთა წარმატება ახარებთ. დირექცია და პედაგოგები ახალგაზრდებს სტუდენტობას ულოცავენ და ბედნიერ და ნაყოფიერ წლებს უსურვებენ.
„სკოლის დირექცია და პედაგოგები ვულოცავთ ყველას სტუდენტობას, განსაკუთრებით, ჩვენს კურსდამთავრებულებს და ბედნიერ, შინაარსიან, წარმატებულ მომავალს ვუსურვებთ!“,- აღნიშნავენ სკოლაში.
აღსანიშნავია, რომ წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტთა რეკორდული რაოდენობა - 45 ათასზე მეტი აპლიკანტი დარეგისტრირდა, სტუდენტის სტატუსი კი 34 ათასზე მეტმა აბიტურიენტმა მოიპოვა.