ოთხგზის სერტიფიცირებული უფროსი მასწავლებელი გურძემის საჯარო სკოლიდან - კახა ჯგერენაიამ მორიგი გამოცდა წარმატებით ჩააბარა 
11-09-2023

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ გურძემის საჯარო სკოლის პედაგოგები პროფესიულ განვითარებაზე არიან ორიენტირებულნი. 

სწორედ ასეთი პედაგოგია კახა ჯგერენაია, რომელიც ოთხგზის სერტიფიცირებული უფროსი მასწავლებელი გახლავთ.

გეოგრაფიის, სამოქალაქო განათლების, სპორტის გამოცდის შემდეგ, კახა ჯგერენაიამ ისტორიის მასწავლებლის კომპეტენცია დაადასტურა.

სკოლის დირექტორი ჯამბულ ცაგურია, რომელიც პროფესიული განვითარების გზაზე მასწავლებელთა დიდი გულშემატკივარია, პედაგოგს გამოცდის წარმატებით ჩაბარებას ულოცავს და წინსვლას უსურვებს.

„გილოცავთ და კიდევ მეტ წარმატებას გისურვებთ!“ - აღნიშნავენ სკოლაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203