„მომავალი თქვენს ხელშია“ - სალიბაურის N2 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს
11-09-2023

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სალიბაურის N2 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში, სასურველ პროგრამაზე ჩაირიცხნენ.

წელს სკოლიდან სტუდენტები გახდნენ -  ლიზა ბერძენიშვილი, როლანდ დავითაძე, მიხეილ კოჩალიძე, მამუკა ქამაშიძე, ქეთი შაინიძე, თორნიკე შარაშიძე, რეზო შარაშიძე, ხატია ძირკვაძე, მარიამ ძნელაძე, ლევან ხმალაძე  და ლიზი დიდმანიძე,  რომელმაც 50% -ანი გრანტი მოიპოვა.

სკოლაში კურსდამთავრებულებს მიღწეულ შედეგს ულოცავენ და ბედნიერ და ნაყოფიერ სტუდენტურ წლებს უსურვებენ. 

„სკოლის დირექცია და პედაგოგიური კოლექტივი ულოცავს ყველა აბიტურიენტს სტუდენტობას და განსაკუთრებით ჩვენი სკოლის 2022-2023 სასწავლო წლის კურსდამთავრებულებს. დაე, წარმატებით დაგელაშქროთ ცოდნის მწვერვალები. წარმატებულ სტუდენტობას და თქვენი მიზნების განხორციელებას გისურვებთ. ჩვენ გვჯერა თქვენი, რადგან „მომავალი თქვენს ხელშია“... ვკითხულობთ სკოლის გავრცელებულ მისალოც წერილში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203