„ვულოცავთ, ჩემპიონობას!“ - მზისგულის საჯარო სკოლის კურსდამთავრებული თენგო ზირაქაშვილი ძიუდოში ევროპის იუნიორთა ჩემპიონატის ოქროსმედალოსანია
11-09-2023

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ მზისგულის საჯარო სკოლაში კურსდამთავრებულის - თენგო ზირაქაშვილის ბრწყინვალე სპორტულ წარმატებას აღნიშნავენ. 

ახალგაზრდა ძიუდისტმა, თენგო ზირაქაშვილმა ჰააგაში ძიუდოში ევროპის იუნიორთა ჩემპიონატზე ბრწყინვალედ იასპარეზა და საქართველოს ოქროს მედალი მოუტანა. 

66 კგ. წონითი კატეგორიის ფინალში თენგო ზირაქაშვილმა აზერბაიჯანელი აიდინ რზაიევი დაამარცხა და ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. 

მზისგულის საჯარო სკოლაში კურსდამთავრებულს გულმხურვალედ გულშემატკივრობდნენ, მისი წარმატება ახარებთ, მიღწევით ამაყობენ და ახალგაზრდა სპორტსმენს ჩემპიონობას ულოცავენ. 

„მზისგულის საჯარო სკოლა ამაყობს და ულოცავს ჩვენს კურსდამთავრებულს - თენგო ზირაქაშვილს ევროპის ჩემპოინობას. ვუსურვებთ წინსვლას მომავალშიც“,- ვკითხულობთ სკოლის გავრცელებულ მისალოც წერილში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203