თხილნარის N2 საჯარო სკოლის 9-ვე აბიტურიენტი სტუდენტი გახდა 
11-09-2023

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ თხილნარის N2 საჯარო სკოლას წელს 9 აბიტურიენტი ჰყავდა. თითოეულმა მათგანმა წარმატებით ჩააბარა ერთიანი ეროვნული გამოცდები და სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში, სასურველ ფაკულტეტზე ჩაირიცხა. მათ შორის ორმა სახელმწიფო დაფინანსება მოიპოვა. საბა წულუკიძე კავკასიის უნივერსიტეტში, ბიზნეს ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამაზე, მათე მიქელაძე კი თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის   სამედიცინო ფაკულტეტზე 50%-იანი გრანტით ისწავლიან. 

ანეტა ზაქარაძემ, ლიზი ფოთელუძემ, მარი აბულაძემ, გიორგი ფუტკარაძემ, ნიკა აბულაძემ, ანრი ქამადაძემ, ნინო შოთაძემ კი წარმატებით ჩააბარეს მათთვის სასურველ უნივერსიტეტებში. 

სკოლაში აბიტურიენტებს მიღწეულ შედეგს ულოცავენ და ბედნიერ და ნაყოფიერ სტუდენტობას უსურვებენ. 

„კლასის ხელმძღვანელი გულიკო თურმანიძე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ თხილნარის N2 საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგიური კოლექტივი ულოცავენ 2022/2023 წლის კურსდამთავრებულებს  სტუდენტობას და უსურვებს წარმატებას შემდეგ ეტაპზე“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203