ეწერის საჯარო სკოლის დირექცია პედაგოგ მარიტა ციცქიშვილს უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდ​ის წარმატებით ჩაბარებას ულოცავს 
11-09-2023

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის საჯარო სკოლის პედაგოგები პროფესიულ განვითარებაზე ზრუნავენ. 

წელს სკოლის ახალბედა პედაგოგმა მარიტა ციცქიშვილმა სპეციალური მასწავლებლის გამოცდა წარმატებით ჩააბარა და უფროსი მასწავლებლის სტატუსი მოიპოვა. 

სკოლაში პედაგოგს წინსვლას ულოცავენ და შემდგომ კარიერულ წარმატებას უსურვებენ. 

„ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის საჯარო სკოლის დირექცია და პედკოლექტივი ულოცავს ახალბედა პედაგოგს - მარიტა ციცქიშვილს სპეციალური პედაგოგის გამოცდის წარმატებით ჩაბარებას და უსურვებს ნაყოფიერ საქმიანობას როგორც პირად, ისე საზოგადოებრივ ცხოვრებაში“,- ვკითხულობთ სკოლის გავრცელებულ მისალოც წერილში. 

შეგახსენებთ, რომ ​მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, პედაგოგები კატეგორიებად ნაწილდებიან. მასწავლებელს სქემა საშუალებას აძლევს, კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203