ბაკურციხის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულები - თამარ ხვთისიაშვილი და ნინო ქრისტესიაშვილი უმაღლეს სასწავლებელში 100%-იანი დაფინანსებით ჩაირიცხნენ
11-09-2023

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაკურციხის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა - თამარ ხვთისიაშვილმა და ნინო ქრისტესიაშვილმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და უმაღლეს სასწავლებელში სახელმწიფოს სრული დაფინანსებით ჩაირიცხნენ. 

თამარ ხვთისიაშვილი და ნინო ქრისტესიაშვილი ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დიპლომირებული მედიკოსის სპეციალობას 100%-იანი გრანტით დაეუფლებიან. 

სკოლაში კურსდამთავრებულთა წარმატება ახარებთ, იმედი აქვთ, რომ ახალგაზრდები კიდევ არაერთხელ ასახელებენ სკოლასა და სოფელს და მათ ბედნიერი და ნაყოფიერ სტუდენტობას უსურვებენ. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203