მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ გურძემის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და სხვადასხვა უნივერსიტეტში, მათთვის სასურველ უფასო ფაკულტეტზე ჩაირიცხნენ.წელს სკოლიდან სტუდენტები გახდნენ:
- ანა კაკულია;
- თეონა ჯგერენაია;
- ნათია ჯგერენაია.
სკოლა მათი მიღწევებით ამაყობს და ცხოვრების ახალ ეტაპზე წარმატებას უსურვებს.
„ჩვენო საამაყო კურსდამთავრებულებო, გილოცავთ სტუდენტობას, წარმატებები თქვენს გზებზე“, - ვკითხულობთ სკოლის გავრცელებულ მისალოც წერილში.
აღსანიშნავია, რომ წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტთა რეკორდული რაოდენობა - 45 ათასზე მეტი აპლიკანტი დარეგისტრირდა, სტუდენტის სტატუსი კი 34 ათასზე მეტმა აბიტურიენტმა მოიპოვა.