ბაღდათის N1 სკოლის კურსდამთავრებული გიორგი ებანოიძე კონსერვატორიაში 100%-იანი დაფინანსებით ისწავლის
11-09-2023

ბაღდათის N1 საჯარო სკოლაში კიდევ ერთი კურსდამთავრებულის - გიორგი ებანოიძის წარმატებით ამაყობენ. 

გიორგი ებანოიძე თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში ჩაირიცხა. 

სკოლის კურსდამთავრებული სწავლას გააგრძელებს პროგრამაზე - საშემსრულებლო ხელოვნება - კლავიშიანი საკრავები (ფორტეპიანო), სრული 100%-იანი პროგრამული დაფინანსებით.

სკოლის დირექცია და პედაგოგები გიორგი ებანოიძეს მიღწეულ შედეგს ულოცავენ და ბედნიერ და წარმატებულ მომავალს უსურვებენ.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203