ტომაშეთის საჯარო სკოლა სასწავლო პროცესის განახლებას მომზადებული ხვდება 
11-09-2023

თენგიზ ფუტკარაძის სახელობის შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ტომაშეთის საჯარო სკოლა სასწავლო პროცესის დასაწყებად მზადაა.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან. სკოლამ გამოსცა ყველა ის სავალდებულო  სამართლებრივი აქტი და მოაგვარა სხვა სახის დოკუმენტაცია, როგორც მატერიალურად, ისე ელექტრონულად, რომელიც აუცილებელია სასწავლო პროცესის გასაახლებლად.

აღსანიშნავია, რომ მცირეკონტიგნენტის მიუხედავად სკოლა მოსწავლეებმა მრავალფეროვან სასწავლო გარემოს სთავაზობს. პედაგოგები ძალ-ღონეს არ იშურებენ, რათა მოსწავლეებს ხარისხიანი და სიღრმისეული განათლება მისცენ.

აღსანიშნავია, რომ სკოლას ჰყავს 7 უფროსი და 2 პრაქტიკოსი მასწავლებელი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს სკოლებში სასწავლო პროცესი 15 სექტემბერს განახლდება, წელს პირველ კლასში მივლენ ის მოსწავლეებიც, რომელთან ჯერ ექვსი წელი არ შესრულებიათ. ცვლილებით, წელს პირველ კლასში 1-ელ ნოემბრამდე დაბადებული ბავშვებიც ჩაირიცხნენ. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203