„ეს ყველაფერი თქვენი და ჩვენი შრომის და მონდომების შედეგია“ - ფარცხანაყანევის N1 სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს სტუდენტობას ულოცავენ
08-09-2023

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხანაყანევის N1 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში, სასურველ სასწავლო პროგრამაზე ჩაირიცხნენ. 

წელს სკოლიდან სტუდენტები გადნენ - ლიზი ნიქაბაძე, ონისე ნიქაბაძე, თამუნა ფხაკაძე, ანი ნიქაბაძე, ზურა ციბაძე, ზურა ფხაკაძე, მარიამ ნუცუბიძე, მარიამ გიორგაძე და ომარი კანკაძე. 

სკოლაში მოსწავლეებს მიღწეულ შედეგს ულოცავენ და ბედნიერ და ნაყოფიერ სტუდენტურ წლებს უსურვებენ. 

„ფარცხანაყანევის N1 საჯარო სკოლა ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულებს: ლიზი ნიქაბაძეს, ონისე ნიქაბაძეს, თამუნა ფხაკაძეს, ანი ნიქაბაძეს, ზურა ციბაძეს, ზურა ფხაკაძეს, მარიამ ნუცუბიძეს, მარიამ გიორგაძეს, ომარი კანკაძეს ულოცავს სტუდენტობას. ეს ყველაფერი თქვენი და ჩვენი შრომის და მონდომების შედეგია... საინტერესო, წარმატებულ სტუდენტობას და თქვენი მიზნების განხორციელებას გისურვებთ...“,- აღნიშნულია სკოლის გავრცელებულ მისალოც წერილში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203