სერგიეთის საჯარო სკოლის ოქროსმედალოსანი კურსდამთავრებული მარიამ გაწერელია სასურველ უნივერსიტეტში სრული დაფინანსებით ჩაირიცხა 
08-09-2023

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სერგიეთის საჯარო სკოლის კურსდამთავრებული - მარიამ გაწერელია, საოცნებო პროფესიას, მისთვის სასურველ უნივერსიტეტში დაეუფლება.

აღსანიშნავია, რომ მარიამი ოქროსმედალოსანია, მან თავდაუზოგავი შრომითა და მონდომებით, შეძლო 100%-იანი სახელმწიფო დაფინანსების მოპოვება და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში გააგრძელებს სწავლას. 

სკოლა ამაყობს კურსდამთავრებულის მიღწევით და მას წარმატებულ მომავალს უსურვებს

„წარმატებულ და ბედნიერ სტუდენტობას ვუსურვებთ!“, - აღნიშნავენ სკოლაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203