წყალტუბოს N1 სკოლის დირექტორი და სამოქალაქო განათლების პედაგოგი მასწავლებელთა მასშტაბურ კონფერენციას დაესწრნენ
08-09-2023
ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის დირექტორი - ფაქიზო ფანჩულიძე და პედაგოგები კარიერულ განვითარებაზე არიან ორიენტირებულნი. ისინი სხვადასხვა კონფერენციასა და კონკურსში მონდომებით ერთვებიან, სადაც წარმატებას აღწევენ. 

ამჯერად, დირექტორი - ფაქიზო ფანჩულიძე და სამოქალაქო განათლების პედაგოგი თამილა თუთბერიძე, ბათუმში სასტუმრო ჰილტონში მასწავლებელთა მასშტაბური კონფერენციას დაესწრნენ და სკოლაში საინტერესო ინიციატივებით დაბრუნდნენ.

კონფერნეცია საქართველოს განათლების და ბიზნესის ეროვნული აკადემიის ორგანიზებით 3 სექტემბერს, განათლების ექსპერტის - მანანა ჯინჭარაძის მასტერკლასზე, თემა - „მედიაწიგნიერება - უნარი სწორად ორინტირებისათვის“ ჩატარდა.

აღსანიშნავია, რომ მას საქართველოს 300-მდე მასწავლებელი ესწრებოდა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203