„თქვენ ეს შეძელით!“ - ბალდის საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს სასურველ უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხვას ულოცავენ
08-09-2023
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ბალდის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში, სასურველ სასწავლო პროგრამაზე ჩაირიცხნენ. მათგან ორმა სახელმწიფო დაფინანსება მოიპოვა.
წელს სკოლიდან სტუდენტები გახდნენ - ანი ბჟალავა (70%-იანი გრანტი), მარი წულაია (50%-იანი გრანტი), თიკა ბართია, საბა ბართია და გიორგი ბჟალავა.
სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს სტუდენტობას ულოცავენ და ბედნიერ და ნაყოფიერ წლებს უსურვებენ.
„ბალდის საჯარო სკოლის პედაგოგიური კოლექტივი კურსდამთავრებულებს ულოცავს ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლას და უსურვებს მათ კვლავ ახალ-ახალი მიღწევებით და წარმატებებით მწვერვალების დაპყრობას. ბედნიერებაა სასურველ სასწავლებელში მოხვედრა, თქვენ ეს შეძელით და უდიდესი სიხარული განიცადეთ. გისურვებთ ნათელ და ბედნიერ მომავალს, საინტერესო სტუდენტურ წლებს“,- ვკითხულობთ სკოლის გავრცელებულ მისალოც წერილში.
აღსანიშნავია, რომ წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტთა რეკორდული რაოდენობა - 45 ათასზე მეტი აპლიკანტი დარეგისტრირდა, სტუდენტის სტატუსი კი 34 ათასზე მეტმა აბიტურიენტმა მოიპოვა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებულმა, 42 წლის მამაკაცმა იმერეთის რეგიონის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში, არასრულწლოვანი გოგონას მიმართ გარყვნილი ქმედება განახორციელა