ოქტომბრის საჯარო სკოლის სამი კურსდამთავრებული სტუდენტია, ერთმა კი სახელმწიფო დაფინანსება მოიპოვა
08-09-2023
ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ოქტომბრის საჯარო სკოლა 2023-2024 სასწავლო წელს სასიამოვნო სიახლეებით ხვდება. სკოლის კურსდამთავრებულებმა ეროვნული გამოცდები წარმატებით, მაღალი ქულებით ჩააბარეს და სტუდენტები გახდნენ. მათ შორის ერთმა კი 50%-იანი გრანტი მოიპოვა.

წელს, სკოლიდან მათთვის სასურველ უნივერსიტეტებში ჩაირიცხნენ:

  1. გიორგი ჩხიკვაძე - მოიპოვა 50%-იანი გრანტი;
  2. ლუკა ზოიძე;
  3. რეზო ალიქაძე.

სკოლა მათ მიღწეულ წარმატებას ულოცავს და ცხოვრების ახალ ეტაპზე წარმატებას უსურვებს.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, მათ წელს სულ 4 კურსდამთავრებული ჰყავდათ.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203