კორტანეთის საჯარო სკოლაში მოსწავლის ნახატების გამოფენა მოეწყო
10-05-2018
კორტანეთის საჯარო სკოლაში III კლასის მოსწავლის ლიზი გელაშვილის ნახატების გამოფენა მოეწყო.

ლიზი გელაშვილს ხატვას მადლონა ლილუაშვილი ასწავლის. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, ლიზის ოცნებაა გახდეს ცნობილი დიზაინერი. ის ძირითადად თოჯინების კაბის ესკიზებს ქმნის, შემდეგ კი ფერთა შეხამებით აფერადებს.  

სკოლის დირექციამ ლიზის გამოფენის გახსნა მიულოცა, წარმატებები უსურვა და ფასიანი საჩუქრით დააჯილდოვა.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203