„იმედი გვაქვს, თქვენ შექმნით საქართველოს ნათელ მომავალს“- ნინოწმინდის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულები სასურველ უნივერსიტეტებში წარმატებით ჩაირიცხნენ
08-09-2023

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ნინოწმინდის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და სხვადასხვა უნივერსიტეტში, მათთვის სასურველ ფაკულტეტზე ჩაირიცხნენ. 

წელს სკოლიდან სტუდენტები გახდნენ:

  1. ელენე თამაზაშვილი-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახლმწიფო უნივერსიტეტი - ქართული ენა და ლიტერატურა (სრული დაფინანსება);
  2. მარიამ ამირანაშვილი - საქართველოს უნივერსიტეტი - ფსიქოლოგია - 50%-იანი გრანტი;
  3. ანანო როსტომაშვილი - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი - ფსიქოლოგია;
  4. გიორგი როსტომაშვილი - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი - ეკოლოგია;
  5. მოსე გორგილაძე - საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სასწავლო უნივერსიტეტი - ბიზნესის ადმინისტრირება და სპორტის მენეჯმენტი.
  6. ჯაბა ჯინჭარაძე - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი - საინფორმაციო ტექნოლოგიები.
  7. სალომე ბაირამაშვილი - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი​ - სამართალი.
  8. ლუკა ოკინაშვილი - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი​ -მენეჯმენტი.
  9. გიორგი მანძულაშვილი - აგრარული უნივერსიტეტი - კულინარიული აკადემია.

სკოლაში კურსდამთავრებულებს მიღწეულ შედეგს ულოცავენ და ბედნიერ და წარმატებულ სტუდენტობას უსურვებენ. 

„ნინოწმინდის საჯარო სკოლა სიყვარულითა და პატივისცემით ვულოცავთ 2022- 2023 სასწავლო წლის კურსდამთავრებულებს სტუდენტობას, ვუსურვებთ წარმატებებს, აღმასვლასა და ბედნიერ მომავალს!

გვეამაყებით, ძვირფასო ბავშვებო! იმედი გვაქვს, თქვენ შექმნით საქართველოს ნათელ მომავალს და არასოდეს დაგავიწყდებათ „ვისი გორისანი ხართ“, ქართული სულით, ლოკალურ- გლობალური პრობლემების გადაჭრის მარათონში აქტიურად, ეროვნული ინტერესებისა და სხვა ერების პატივისცემის ეგიდით ჩართულობას გისურვებთ!

გწყალობდეთ ღმერთი და ნინოწმინდის სამონასტრო კომპლექსის მადლი! გილოცავთ!“,- ვკითხულობთ სკოლის გავრცელებულ მისალოც წერილში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203