ზედა ჭალოვანის საჯარო სკოლის დირექცია პედაგოგ ნელი ხვედელიძეს საგნის გამოცდის წარმატებით ჩაბარებას ულოცავს
08-09-2023

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ჭალოვანის საჯარო სკოლის ახალბედა პედაგოგმა - ნელი ხვედელიძემ საგნის გამოცდა წარმატებით ჩააბარა და უფროსი მასწავლებლის სტატუსი მოიპოვა. 

ახლა უკვე სკოლის ყველა პედაგოგი სერტიფიცირებულია. 

სკოლაში ნელი ხვედელიძის წინსვლა ახარებთ და მას შემდგომ პროფესიულ წარმატებას უსურვებენ. 

„ზედა ჭალოვანის საჯარო სკოლას ჰყავდა დაწყებითი კლასების ერთი ახალბედა ​პედაგოგი ნელი ხვედელიძე, რომელმაც 2023 წლის პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდაზე დაადასტურა კომპეტენცია და სკოლა 100%-ით გახდა სერტიფიცირებული. მინდა ნელის ვუსურვო წარმატებები პროფესიულ საქმიანობაში. სკოლა სხვამხრივ ყველანაირად მობილიზირებულია 2023-2024 სასწავლო წლის დაწყებისათვის და მოსწავლეებს ელოდება სრულად მომზადებული“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

შეგახსენებთ, რომ ​მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, პედაგოგები კატეგორიებად ნაწილდებიან. მასწავლებელს სქემა საშუალებას აძლევს, კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203