მაჭატიის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და სწავლას ქართულ ენაში მომზადების პროგრამაზე გააგრძელებენ
08-09-2023

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მაჭატიის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულები, სწავლას ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე გააგრძელებენ.

აღსანიშნავია, რომ წელს სკოლა 4 კურსდამთავრებული ჰყავდა, მათგან 2 კი, სკოლაში მიღებულ ცოდნას, უკვე სტუდენტის სტატუსით, გაიღრმავებენ.

სკოლა დიდი სიამაყით გვაცნობს კურსდამთავრებულებს: ჟენია პარონიანსა და სერგეი კაზარიანს.

აღსანიშნავია, რომ ამავე პროგრამაზე ჩაირიცხა 2022 წლის კურსდამთავრებული - ვილიამ კაზარიანი, რომელმაც სავალდებულო სამხედრო სამსახური გაიარა და პროფესიულ განვითარებას, სტუდენტის სტატუსით აგრძელებს.

სკოლა მოხარულია კურსდამთავრებულების მიღწევით, მათ წინსვლასა და წარმატებას უსურვებს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203