ბათუმის N9 საჯარო სკოლის მოსწავლეები სწავლას განახლებულ გარემოში გააგრძელებენ
08-09-2023

ბათუმის N9 საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წლისთვის მზადება აქტიურ ფაზაშია, მოსწავლეები და პედაგოგები კი, აკადემიურ წელს სიახლეებით ეგებებიან.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მიმდინარეობს ლიფტის, დამატებითი კლასების, ეზოს და ღია მოედნის მოწყობა.

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მაია ხაჯიშვილმა, მინისტრის პირველ მოადგილე ჯემალ სურმანიძესთან ერთად, მოინახულა სკოლა და დააკვირდა სარემონტო სამუშაოებს.

სკოლის ადმინისტრაცია მოხარულია, რომ სკოლაში მისულ მოსწავლეებსა და პედაგოგებს, ახალ სასწავლო წლიდან განახლებული და კეთილმოწყობილი გარემო დახვდებათ. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203