ჩაქვის N1 სკოლის კურსდამთავრებულები უნივერსიტეტებში წარმატებით ჩაირიცხნენ, მათ შორის ექვსი სწავლას გრანტით გააგრძელებს 
08-09-2023

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაქვის N1 საჯარო სკოლის 53-მა კურსდამთავრებულმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარა და სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში, სასურველ ფაკულტეტზე ჩაირიცხა. მათ შორის ექვსმა სახელმწიფო დაფინანსება მოიპოვა. 

სკოლიდან უნივერსიტეტებში გრანტით ისწავლიან: 

  1. დურმიშხან გიგინეიშვილი - 70%-იანი გრანტი;
  2. ლიზი დუმბაძე 50%-იანი გრანტი;
  3. დავით თურმანიძე 50%-იანი გრანტი;
  4. ლიზი გორგაძე 50% -იანი გრანტი;
  5. ანეტა ცენტერაძე 50%-იანი გრანტი;
  6. ომარი გოგიტიძე 50%-იანი გრანტი.

სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს სტუდენტობას ულოცავენ და ბედნიერ და ნაყოფიერ წლებს ულოცავენ. 

„ჩაქვის N1 საჯარო სკოლა სტუდენტობას ულოცავს ყველა ახალგაზრდას და მათ შორის ჩვენი სკოლიდან უკვე 53 სტუდენტს, რომლებიც ჩაირიცხნენ უმაღლეს სასწავლებლებში“,- ვკითხულობთ მისალოც წერილში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203