ბათუმის N25 სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს უმაღლეს სასწავლებლებში წარმატებით ჩარიცხვას ულოცავენ
ბათუმის N25 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულები სტუდენტები გახდნენ. ახალგაზრდები მათთვის სასურველ უნივერსიტეტებში ჩაირიცხნენ. მათ შორის ოთხმა სახელმწიფო გრანტი მოიპოვა.ესენი არიან:
- ანრი ცინცაძე - მოიპოვა 70%-იანი გრანტი;
- საბა არძენაძე - მოიპოვა 50%-იანი გრანტი;
- მარიამ მსხალაძე - მოიპოვა 50%-იანი გრანტი;
- ნათია ვარშანიძე - მოიპოვა 50%%-იანი გრანტი.
სკოლა ყველა კურსდამთავრებულით ამაყობს და მათ წარმატებას უსურვებს.
„ჩვენი სკოლის ყველა კურსდამთავრებულს ვულოცავთ უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გაგრძელებას და ვუსურვებთ წარმატებებს!“, - აღნიშნავენ სკოლაში.