საჩინოს თემის N1 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულები უმაღლეს სასწავლებლებში წარმატებით ჩაირიცნენ
08-09-2023
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საჩინოს თემის N1 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და სტუდენტები გახდნენ. მათგან სამმა ახალგაზრდამ კი სახელმწიფო დაფინანსება მოიპოვა.

წელს სკოლიდან სტუდენტები გახდნენ:

  1. თეკლე ფიფია - 100%-იანი გრანტი;
  2. ლევან არდია -  70%-იანი გრანტი;
  3. დეა შელია -  50%-იანი გრანტი;
  4. გიორგი შელია;
  5. ლიზი შელია;
  6. ხატია კაკალია;
  7. თათია ფიფია;
  8. ლუკა ბელქანია.

სკოლა ამაყობს თითოეული კურსდამთავრებულის მიღწევით.

„სკოლა სიამაყით ულოცავს კურსდამთავრებულებს უმაღლესში საუკეთესო შედეგებით ჩარიცხვას: თეკლე ფიფიას (100%-იანი გრანტი), ლევან არდიას (70%-იანი გრანტი), დეა შელიას (50%-იანი გრანტი). ყოჩაღ თქვენ! სულ ასე წარმატებებით გევლით წინ!

და მათთან ერთად, ვულოცავთ ყველა კურსდამთავრებულს - გიორგი შელიას, ლიზი შელიას, ხატია კაკალიას, თათია ფიფიას და ლუკა ბელქანიას, გილოცავთ, წარმატებები გქონოდეთ მუდამ“,- ვკითხულობთ სკოლის მისალოც წერილში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203