სართიჭალის N3 საჯარო სკოლის მასწავლებლებმა - ნინო სამხარაულმა და ნათია ციცქიშვილმა სტატუსი აიმაღლეს
08-09-2023

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ სართიჭალის N3 საჯარო სკოლის პედაგოგები პროფესიულ წინსვლასა და განვითარებაზე ზრუნავენ. 

სკოლის მასწავლებლებმა - ნინო სამხარაულმა და ნათია ციცქიშვილმა სტატუსი აიმაღლეს. ქიმიის მასწავლებელ ნინო სამხარაულს მენტორის სტატუსი მიენიჭა, ინგლისური ენის პედაგოგ ნათია ციცქიშვილს კი წამყვანის.  მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის სპეციალურმა კომისიამ მათი პედაგოგიური საქმიანობის ნაწილი დადებითად შეაფასა. ​

სკოლაში მასწავლებლებს პროფესიულ წინსვლას ულოცავენ.

„სართიჭალის N3 საჯარო სკოლა, დირექცია და სასკოლო საზოგადოება ვულოცავთ, ქიმიის პედაგოგს, ქალბატონ ნინო სამხარაულს მენტორის სტატუსის, ხოლო ინგლისური ენის პედაგოგს, ქალბატონ ნათია ციცქიშვილს წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მოპოვებას! კიდევ არაერთ წარმატებას ვუსურვებთ მათ პროფესიულ საქმიანობაში!“, - ვკითხულობთ სკოლის გავრცელებულ მისალოც წერილში. 

აღსანიშნავია, რომ ​მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, პედაგოგები კატეგორიებად ნაწილდებიან. მასწავლებელს სქემა საშუალებას აძლევს, კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203