ნაგების საჯარო სკოლის მასწავლებელ ლელა მამულაძეს წამყვანის სტატუსი მიენიჭა 
08-09-2023

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგების საჯარო სკოლის მასწავლებელი ლელა მამულაძე ახალ სასწავლო წელს ახალი სტატუსით დაიწყებს. 

ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა სტატუსი აიმაღლა და წამყვანი მასწავლებელი გახდა. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის სპეციალურმა კომისიამ მისი პედაგოგიური საქმიანობის ნაწილი დადებითად შეაფასა. ​

სკოლის დირექცია და პედაგოგები პედაგოგს პროფესიულ წინსვლას ულოცავენ.

„გილოცავთ, წამყვანის სტატუსს, რომელიც დიდი შრომის შედეგია და მუდამ წარმატებას გისურვებთ“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

აღსანიშნავია, რომ ​მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, პედაგოგები კატეგორიებად ნაწილდებიან. მასწავლებელს სქემა საშუალებას აძლევს, კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203