ახალი დიოკნისის საჯარო სკოლის დირექცია პედაგოგებს - მზევინარ საგინაძესა და თეონა მახარაძეს საგნის გამოცდის წარმატებით ჩაბარებას ულოცავს
08-09-2023

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალი დიოკნისის საჯარო სკოლის პედაგოგებმა - მზევინარ საგინაძემ და თეონა მახარაძემ მასწავლებლის საგნის გამოცდა წარმატებით ჩააბარეს.

მზევინარ საგინაძე კომპეტენცია ფიზიკური აღზრდისა და სპორტის გამოცდაზე დაადასტურა, თეონა მახარაძემ - დაწყებითი კლასების მასწავლებელთა გამოცდაზე (ქართული ენა და ლიტერატურა, ბუნებისმეტყველება, მათემატიკა I - IV კლასები).

სკოლაში მასწავლებლებს წინსვლას ულოცავენ. 

„მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალი დიოკნისის საჯარო სკოლა ულოცავს სკოლის პედაგოგებს მასწავლებელთა კომპეტენციის დამადასტურებელი ტესტირების წარმატებით დაძლევას“,- ვკითხულობთ სკოლის გავრცელებულ მისალოც წერილში. 

შეგახსენებთ, რომ ​მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, პედაგოგები კატეგორიებად ნაწილდებიან. მასწავლებელს სქემა საშუალებას აძლევს, კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203