ობუჯის თემის N2 საჯარო სკოლის პედაგოგ ირმა ღვინჯილიას წამყვანის სტატუსი მიენიჭა 
08-09-2023

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ობუჯის თემის N2 საჯარო სკოლის პედაგოგი ირმა ღვინჯილია 2023-2024 სასწავლო წელს კარიერული წინსვლით ხვდება. 

სკოლის პედაგოგმა წამყვანის სტატუსი მოიპოვა. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის სპეციალურმა კომისიამ მისი პედაგოგიური საქმიანობის ნაწილი დადებითად შეაფასა. ​

სკოლაში მასწავლებლებს პროფესიულ წინსვლას ულოცავენ. 

„გზა პრაქტიკოსობიდან წამყვანობამდე...შრომისმოყვარეობა, გუნდურობა საფირმო ნიშანია ჩვენი სკოლის... ვულოცავთ ქალბატონ ირმა ღვინჯილიას კარიერულ წინსვლას...დარწმუნებული ვართ წარმატებისკენ მიმავალი გზა გაგრძელდება და ერთად ჩავდგებით პროფესიული წინსვლის ავანგარდში“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

შეგახსენებთ, რომ ​მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, პედაგოგები კატეგორიებად ნაწილდებიან. მასწავლებელს სქემა საშუალებას აძლევს, კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203