„ვამაყობთ თქვენით!“  - მოლითის საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს სტუდენტობას ულოცავენ
08-09-2023

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ მოლითის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და სწავლას სასურველ უნივერსიტეტებში გააგრძელებენ.

აღსანიშნავია, რომ წარმატებულ კურსდამთავრებულთაგან ერთ-ერთმა სახელმწიფო დაფინასება მოიპოვა. 

სკოლა მოხარულია გაგვაცნოს წარმატებული კურსდამთავრებულები:

მარიამ ლაცაბიძე - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფსიქოლოგიაზე, 50%-იანი გრანტით ჩაირიცხა;

გიორგი კვინიკაძე - აგრარულ უნივერსიტეტში ისწავლის აგრონომიას, ლანდშაფტის მენეჯმენტს. საპარკო და სატყეო მეურნეობას;

ნათია არევაძე - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ბიოლოგიაზე ჩაირიცხა.

კიკნაძე ირაკლი კი - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, ბიზნესის ადმინისტრირების (საბანკო და საფინანსო საქმე) სტუდენტი გახდა.

სკოლა ულოცავს ახალგაზრდებს მიღწეულ წარმატებას და მათ წინსვლას უსურვებს.

„გილოცავთ, სტუდენტობას, ჩვენო კურსდამთავრებულებო! გისურვებთ, უამრავ წარმატებას ცხოვრების ახალ ეტაპზე, საინტერესოდ და შინაარსიანად გაგეტარებინოთ ის მომავალი წლები, რაც სტუდენტურ, დამღლელ და ამავდროულად სასიამოვნო დღეებთანაა დაკავშირებული! თქვენი მიზნისკენ სავალი გზები უფლისაგან ყოფილიყოს დალოცვილი! მოლითის საჯარო სკოლა ამაყობს თქვენით! 

ერთგულად ემსახურეთ თქვენ მიერ არჩეულ პროფესიებს!“, - ვკითხულობთ სკოლის მისალოც წერილში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203