ფარცხანაყანევის N1 სკოლის პედაგოგებმა - ინგა ფხაკაძემ და მარეხი ნიქაბაძემ წამყვანი მასწავლებლის სტატუსი მოიპოვეს 
08-09-2023

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხანაყანევის N1 საჯარო სკოლის პედაგოგები - ინგა ფხაკაძე და მარეხი ნიქაბაძე ახალ სასწავლო წელს პროფესიული წინსვლით ხვდებიან. 

პედაგოგებმა წამყვანი მასწავლებლის სტატუსი მოიპოვეს. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის სპეციალურმა კომისიამ მათი პედაგოგიური საქმიანობის ნაწილი დადებითად შეაფასა. ​

სკოლის დირექცია პედაგოგებს პროფესიულ წარმატებას ულოცავს. 

„ფარცხანაყანევის N1 საჯარო სკოლის დირექცია ჩვენი სკოლის პედაგოგებს - ინგა ფხაკაძესა და მარეხი ნიქაბაძეს ვულოცავთ წამყვანის სტატუსის მინიჭებას და ვუსურვებთ მათ კარიერულ წინსვლას და შემდგომ წარმატებებს...“- აღნიშნავენ სკოლაში. 

აღსანიშნავია, რომ ​მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, პედაგოგები კატეგორიებად ნაწილდებიან. მასწავლებელს სქემა საშუალებას აძლევს, კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203