დედოფლისწყაროს N1 სკოლის კურსდამთავრებულებმა ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს, მათგან 13-მა სახელმწიფო დაფინანსება მოიპოვა
07-09-2023

დედოფლისწყაროს N1 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში, მათთვის სასურველ სასწავლო პროგრამაზე ჩაირიცხნენ. ამასთან, 13-მა სახელმწიფოს სრული ან ნაწილობრივი დაფინანსება მოიპოვა. 

სკოლაში მოსწავლეებს მიღწეულ შედეგს ულოცავენ და ბედნიერ და ნაყოფიერ სტუდენტურ წლებს უსურვებენ. 

„ჩვენო ძვირფასო კურსდამთავრებულებო, ახლა უკვე პირველკურსელებო, გილოცავთ ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებასა და დასახული მიზნების ახდენას. ბედნიერ და ნაყოფიერ სტუდენტობის წლებს გისურვებთ. გვჯერა, რომ თქვენ მიერ არჩეულ პროფესიაშიც იქნებით წარმატებულნი. ამჯერადაც, არ უღალატეთ ტრადიციას და თქვენი შრომისმოყვარეობით, მიზანდასახულობით სასურველ შედეგს მიაღწიეთ:

100%-იანი დაფინანსება - ნიკოლოზ სიჭინავა, ლიკა მაჩაბლიშვილი, ნიკა მაჩაბლიშვილი;

70%-იანი დაფინანსება- ნინი გურაშვილი, ლუკა თავაძე, ნინო ნათელაძე;

50%-იანი დაფინანსება -გიგა ლაპიაშვილი, ქეთევან გივიშვილი, ანა ნასრაშვილი, სალომე ნასრაშვილი, ნიკა კვანჭილაშვილი, ლადო შეითნიშვილი, გურანდა ღვედაშვილი.

კიდევ ერთხელ გილოცავთ ყველას სტუდენტობას, წარმატებები იყოს თქვენი ცხოვრების მეგზური. გვიყვარხართ და ვამაყობთ თქვენით“,- ნათქვამია სკოლის გავრცელებულ მისალოც წერილში. 

აღსანიშნავია, რომ წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტთა რეკორდული რაოდენობა - 45 ათასზე მეტი აპლიკანტი დარეგისტრირდა, სტუდენტის სტატუსი კი 34 ათასზე მეტმა აბიტურიენტმა მოიპოვა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203