დედოფლისწყაროს N1 საჯარო სკოლას სამი წამყვანი მასწავლებელი შეემატა
07-09-2023

დედოფლისწყაროს N1 საჯარო სკოლის პედაგოგები პროფესიულ წინსვლასა და განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ. 

წელს სკოლას სამი წამყვანი მასწავლებელი შეემატა. 

სკოლის პედაგოგებმა - ქეთევან ყაჭაშვილმა, გულნაზ გუგენიშვილმა და ნინო გოგილაშვილმა სტატუსი აიმაღლეს. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის სპეციალურმა კომისიამ მათი პედაგოგიური საქმიანობის ნაწილი დადებითად შეაფასა. 

სკოლაში პედაგოგის წინსვლა ახარებთ, სტატუსის ამაღლებას ულოცავენ და შემდგომ წარმატებას უსურვებენ. 

„კიდევ ერთი სასიხარულო სიახლით ვიწყებთ ახალ სასწავლო წელს! ჩვენი სკოლის ინგლისური ენისა და ხელოვნების მასწავლებლებს - ქეთევან ყაჭაშვილს, გულნაზ გუგენიშვილსა და ნინო გოგილაშვილს წამყვანი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭათ.

ჩვენო ძვირფასო კოლეგებო, გილოცავთ კარიერულ წინსვლას და კიდევ უამრავ წარმატებას გისურვებთ როგორც პროფესიაში, ისე პირად ცხოვრებაში“,- ვკითხულობთ სკოლის გავრცელებულ მისალოც წერილში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203