სამრეკლოს საჯარო სკოლის ხუთმა პედაგოგმა წამყვანის სტატუსი მოიპოვა 
07-09-2023

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამრეკლოს საჯარო სკოლის ხუთი პედაგოგი ახალს ასწავლო წელს პროფესიული წინსვლით ხვდება. 

მასწავლებლებმა - თამარ ჩიხლაძემ, გულნარა ხუციშვილმა, ეკატერინე ჯავახიშვილმა, ეკატერინე ნატროშვილმა და თამარ ყოჩიაშვილმა წამყვანი მასწავლებლის სტატუსი მოიპოვეს. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის სპეციალურმა კომისიამ მათი პედაგოგიური საქმიანობის ნაწილი დადებითად შეაფასა. ​

სკოლაში, რომლის მასწავლებლებიც პროფესიულ წინსვლასა და განვითარებაზე არიან ორიენტირებულნი, პედაგოგთა წარმატება ახარებთ, მათ სქემაში დაწინაურებას ულოცავენ და სიახლეს სასკოლო საზოგადოებას სიამაყით უზიარებენ. 

„სამრეკლოს საჯარო სკოლა დიდი სიამაყითა და სიხარულით ულოცავს წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მინიჭებას თამარ ჩიხლაძეს, გულნარა ხუციშვილს, ეკატერინე ჯავახიშვილს, ეკატერინე ნატროშვილსა და თამარ ყოჩიაშვილს!

კოლეგებო, ვუერთდებით თქვენს სიხარულსა და წარმატებას, რომელიც პროფესიონალიზმისა და თავდაუზოგავი შრომის შედეგია“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203