შუქრუთის N1 სკოლის სამი პედაგოგი ახალ სასწავლო წელს პროფესიული წინსვლით ხვდება - მასწავლებლებმა წამყვანის სტატუსი მოიპოვეს
07-09-2023

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუქრუთის N1 საჯარო სკოლას სამი წამყვანი მასწავლებელი შეემატა. 

პედაგოგებმა - ნესტანი ხვედელიძემ, პაატა გოგოლაძემ თეიმურაზ მაჭარაშვილმა სტატუსი აიმაღლეს. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის სპეციალურმა კომისიამ მათი პედაგოგიური საქმიანობის ნაწილი დადებითად შეაფასა. ​

სკოლაში პედაგოგებს პროფესიულ წინსვლას ულოცავენ.

„მოგეხსენებათ სოფელ შუქრუთის N1 საჯარო სკოლა არის მცირეკონტიგენტიანი, შესაბამისად პედაგოგების რაოდენობაც არის მცირე სულ რაღაც 19 მასწავლებელი, აქედან 18 იყო უფროსი მასწავლებლის სტატუსის მქონე, გვყავდა ერთი წამყვანი მასწავლებელი მზევინარ ციციქიშვილი, რომელიც ქიმიას ასწავლის. 2022-2023 სასწავლო წელს სტატუსი აიმაღლა და შესაბამისად წამყვანი გახდა სამი მასწავლებელი. ესენი არიან ინგლისური ენის მასწავლებელი ნესტანი ხვედელიძე, კომპიუტერული ტექნოლოგიების მასწავლებელი პაატა გოგოლაძე და ისტორიის და სამოქალაქო განათლების მასწავლებელი თეიმურაზ მაჭარაშვილი“,- გვეუბნებიან სკოლაში და მასწავლებლებს შემდგომ წარმატებას უსურვებენ. 

აღსანიშნავია, რომ ​მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, პედაგოგები კატეგორიებად ნაწილდებიან. მასწავლებელს სქემა საშუალებას აძლევს, კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203