შუქრუთის N1 საჯარო სკოლის აბიტურიენტები - ლიკა ასანიძე და გიორგი დარბაიძე სასურველ უმაღლეს სასწავლებლებში წარმატებით ჩაირიცხნენ
07-09-2023

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუქრუთის N1 საჯარო სკოლის ორივე აბიტურიენტი სტუდენტი გახდა. 

შუქრუთის N1 საჯარო სკოლა 2022-2023 სასწავლო წელს დაამთავრა 5 - მა მოსწავლემ, აქედან ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ორი აბიტურიენტი - ლიკა ასანიძე და გიორგი დარბაიძე დარეგისტრირდა. ორივემ გამოცდები წარმატებით ჩააბარა და უმაღლეს სასწავლებელში ჩაირიცხა. 

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ორივე მოსწავლემ საკმაოდ მაღალი ქულები აიღო და მათთვის სასურველ ფაკულტეტებზე გააგრძელებენ სწავლას.

ლიკა ასანიძემ ჩააბარა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტზე.

გიორგი დარბაიძე კი ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში, ბიზნესის ადმინისტრირების მენეჯმენტის ფაკულტეტზე ისწავლის. 

სკოლაში კურსდამთავრებულთა წარმატება ახარებთ და მათ ბედნიერ და წარმატებულ სტუნდენტობას უსურვებენ. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203