კუშის საჯარო სკოლის დირექტორი კურსდამთავრებულებს - ვალერი მეგრაბიანსა და ზოჰრაგ ოვსეპიანს სტუდენტობას ულოცავს
07-09-2023

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ კუშის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა - ვალერი მეგრაბიანმა და ზოჰრაგ ოვსეპიანმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და უმაღლეს სასწავლებლებში, მათთვის სასურველ ფაკულტეტებზე ჩაირიცხნენ. 

ვალერი მეგრაბიანი ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გააგრძელებს სწავლას, ზოჰრაგ ოვსეპიანი კი სასურველ პროფესიას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში დაუფლება. 

სკოლის დირექტორი ალა მეგრაბიანი, რომელიც კურსდამთავრებულთა დიდი გულშემატკივარია, ახალგაზრდებს სტუდენტობას ულოცავს და ბედნიერ და ნაყოფიერ წლებს უსურვებს.

აღსანიშნავია, რომ წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტთა რეკორდული რაოდენობა - 45 ათასზე მეტი აპლიკანტი დარეგისტრირდა, სტუდენტის სტატუსი კი 34 ათასზე მეტმა აბიტურიენტმა მოიპოვა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203