კორტანეთის საჯარო სკოლის პედაგოგმა -  ტატიანა სოფრომაძემ მათემატიკის უფროსი მასწავლებლის სტატუსი მოიპოვა 
07-09-2023

ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ კორტანეთის საჯარო სკოლის პედაგოგ ტატიანა სოფრომაძეს მათემატიკის უფროსი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭა. 

სკოლაში პედაგოგის მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში დაწინაურება ახარებთ. სკოლის დირექტორი ზურაბ გელაშვილი ტატიანა სოფრომაძეს სტატუსის მოპოვებას ულოცავს და შემდგომ კარიერულ წინსვლას უსურვებს. 

აღსანიშნავია, რომ ​მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, პედაგოგები კატეგორიებად ნაწილდებიან. მასწავლებელს სქემა საშუალებას აძლევს, კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203