არაგვის საჯარო სკოლის 10 კურსდამთავრებული სტუდენტი გახდა, მათგან ორმა 100%-იანი გრანტი მოიპოვა
07-09-2023
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ არაგვის საჯარო სკოლის ათი კურსდამთავრებული სტუდენტი გახდა. კურსდამთავრებულები სწავლას სხვადასხვა უნივერსიტეტში მათთვის სასურველ სპეციალობებზე გააგრძელებენ.
მათგან, როგორც სკოლაში აღნიშნავენ, 5 მოსწავლე საქართველოს უნივერსიტეტში ჩაირიცხა, 5 კი სომხეთში.
სასკოლო საზოგადოება ამაყობს იმით, რომ კურსდამთავრებულთა შორის ორმა 100%-იანი გრანტი მოიპოვა.
სკოლის ადმინისტრაცია ყველა კურსდამთავრებულს ულოცავს მიღწეულ წარმატებას და ცხოვრების ახალ ეტაპზე წარმატებას უსურვებს.