ცერონისის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელ ვერიკო კოკოლაშვილს წამყვანის სტატუსი მიენიჭა
07-09-2023

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ცერონისის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ვერიკო კოკოლაშვილი ახალ სასწავლო წელს პროფესიული წინსვლით ხდება. 

ვერიკო კოკოლაშვილს წამყვანი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭა. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის სპეციალურმა კომისიამ მისი პედაგოგიური საქმიანობის ნაწილი დადებითად შეაფასა. 

სკოლაში პედაგოგის წინსვლა ახარებთ, სტატუსის ამაღლებას ულოცავენ და შემდგომ წარმატებას უსურვებენ. 

აღსანიშნავია, რომ ​მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, პედაგოგები კატეგორიებად ნაწილდებიან. მასწავლებელს სქემა საშუალებას აძლევს, კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203